ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება"

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვებს ისვრის.

პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის თქმით, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მათ ბორჯომში მიმავალ გზაზე თბილისიდან აედევნენ.

„ბავშვებს მიუვარდნენ ბანაკში ორკები. თუ არ წახვალთ, საღამოს უარესს დაგმართებთო, ემუქრებიან, ბავშვებს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.